News GEO

„Re-Direction“-ის პროექტის საზედამხედველო კომიტეტმა განიხილა პროგრესი და მომდევნო ნაბიჯები

2025 წლის 17 სექტემბერს „Re-Direction“-ის პროექტის საზედამხედველო კომიტეტი შეიკრიბა, რათა შეეფასებინა მიმდინარე პროგრესი და განეხილა დაგეგმილი აქტივობები ძირითად სამუშაო პაკეტებში. შეხვედრა მოიცავდა შეფასების შედეგების, ტრენინგ ინიციატივების, ელექტრონული სწავლების პლატფორმის განახლებებისა და მომავალი სტეიქჰოლდერების ვორქშოფის მოსამზადებელი საკითხების განხილვას.

პირველ რიგში, კომიტეტმა განიხილა გარე შეფასების ანგარიში, სადაც პროექტის განხორციელება ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. კოორდინაციის გაუმჯობესების რეკომენდაციებს შორის იყო უფრო რეალისტური ვადების განსაზღვრა, შეხვედრის მასალების უკეთესი განაწილება და Teams-დან Zoom-ზე გადასვლის შესაძლებლობის განხილვა უკეთესი კავშირისთვის. მიუხედავად რეკომენდაციებისა, პარტნიორებმა მიიჩნიეს, რომ დაუყოვნებელი ცვლილებები საჭირო არ არის, რაც ადასტურებს საერთო კმაყოფილებას არსებული კოორდინაციის მოდელით.

მეორე, განახლებული ინფორმაცია იქნა გაზიარებული მე-4 სამუშაო პაკეტის ფარგლებში პერსონალის ტრენინგისა და საპილოტე ფაზის შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს სტუდენტებისთვის ელექტრონული კურსების სერტიფიკატების გაცემის საკითხი და აღნიშნეს, რომ ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანაში ECTS კრედიტების მინიჭება შეუძლებელია. პროექტი განიხილავს მიკრო-სერტიფიკატების გამოყენებას, რაც ევროკავშირის სტრატეგიებით არის წახალისებული. თბილისში დაგეგმილი ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ინკლუზიური კომუნიკაცია, ციფრული უნარები, მდგრადობა და აკრედიტაცია. დამატებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილია მორგებული ონლაინ ვორქშოფები.

მესამე, განხილული იქნა ელექტრონული სწავლების პლატფორმის სტატუსი. კურსების გარკვეული მასალები უკვე ატვირთულია, თუმცა სხვა მასალები, განსაკუთრებით მდგრადობის მიმართულებით, კვლავ მოლოდინშია. საბოლოო ატვირთვის ვადა სექტემბრის ბოლოს განისაზღვრა, ხოლო ოქტომბრის შეხვედრაზე გათვალისწინებულია მათი გადახედვის შესაძლებლობა. პარტნიორებს შეახსენეს თარგმანის ვალდებულება და მოუწოდეს კურსების სათაურების მკაფიოდ მონიშვნას გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ასევე იქნება ხელმისაწვდომი ვიდეო ინსტრუქცია და ტექნიკური მხარდაჭერა ატვირთვის პროცესის გასამარტივებლად.

ბოლოს, კომიტეტმა განიხილა საქართველოში დაგეგმილი ვორქშოფის მოსამზადებელი საკითხები და მე-6 სამუშაო პაკეტის ფარგლებში დადგინებული დისემინაციის მიზნების შესრულების მნიშვნელობა. ზოგიერთი მონაწილე ყურადღების გამახვილებას ხარისხზე უფრო ამჯობინებდა, ვიდრე რაოდენობაზე, თუმცა ხაზგასმული იქნა, რომ არსებული საკვანძო მაჩვენებლები მაინც უნდა შესრულდეს. კომიტეტმა დაამტკიცა, რომ გარე შეფასების რეკომენდაციების განხილვა გაგრძელდება მომავალ ონლაინ შეხვედრებზე.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization

2025-09-18 15:18