News GEO

კურსები "RE-DIRECTION"-ის პროექტის ინკლუზიურობის, ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება

"RE-DIRECTION"-ის პროექტის ფარგლებში ინკლუზიურობის, ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება ხორციელდება.

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში შემუშავდა და განხორციელდა შემდეგი კურსების პილოტირება:

- ციფრული საინფორმაციო უნარები
- ციფრული უსაფრთხოება და დაცვა
- ციფრული კომპეტენცია და პრობლემების გადაჭრის უნარები
- ინკლუზიური კომუნიკაცია ყველასთვის
- მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა
- მრავალფეროვნება და მონაწილეობა
- წვლილი მდგრად მომავალში
- მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
- მდგრადობის გამოწვევებზე რეაგირება

პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები კურსებში გაწევრიანდნენ პროექტის LMS პლატფორმის საშუალებით. მონაწილეები გაეცნენ სასწავლო მასალებს, შეასრულეს წინასწარ მომზადებული დავალებები და წარმატებით ჩააბარეს ტესტები, რომლებიც მიზნად ისახავდა ცოდნის შეძენისა და თემების პრაქტიკული გააზრების შეფასებას. პილოტირების ეტაპის უკუკავშირმა ხელი შეუწყო კურსების შემდგომ განვითარებას.

ეს მოკლევადიანი კურსები ხელს უწყობს "RE-DIRECTION"-ის პროექტის მისიას – უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებას ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის ინსტიტუციურ პრაქტიკაში ინტეგრირებით.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization
2026-02-23 17:02