News GEO

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება "RE-DIRECTION" პროექტს შეესაბამება

მიმდინარე წლის 16 აპრილს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება გაიმართა. აღნიშნული შეკრება „ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევების შეფასების რეფორმის განვითარების კოალიციის“ (COARA) წარმომადგენლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის პრეზენტაციას უკავშირდებოდა.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე წულაძისა და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების წინაშე პროფესორი შტეფან ბერგმანსი წარდგა პრეზენტაციით „ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომენტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება“.

პროფესორმა ბერგმანსმა ამომწურავად ისაუბრა 2027 წლის აღნიშნულ დღის წესრიგზე და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც მნიშვნელოვანია “Erasmus+”-ისინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations”-ისთვის.

მისი თქმით, აღნიშნული დღის წესრიგის მესამე პრიორიტეტი არის კარგად ჩამოყალიბებული და მდგრადი კვლევისა და ინოვაციების სისტემის განვითარება. ამ თვალსაზრისით, ბერგმანსმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტებში ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადობის საკითხების განვითარებას.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

,,RE-DIRECTION”-ის პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/

„ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგის“ შესახებ ვრცლად:

https://eua.eu/resources/publications/1082:eua-research-innovation-agenda-2027.html

ღონისძიების შესახებ ვრცლად: https://shorturl.at/egtMO

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization