რექტორმა ხაზი გაუსვა პროექტის 3 ძირითად მიმართულებას – ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება, ინკლუზიურობა – და აქცენტი გააკეთა პროექტის 3-წლიან ხანგრძლივობაზე. ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ პროექტი ორიენტირებულია კონსორციუმის მონაწილე 16 პარტნიორ ორგანიზაციას შორის საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პროფესორმა მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა პროექტში საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროების მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.