News GEO

"Re-Direction"-ის პროექტი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი-მ, "EFMD"-ის — უნივერსიტეტში განხორციელებული "PRODIGE" პროექტის („საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა“) კოორდინატორი ორგანიზაციის — მიწვევით, მონაწილეობა მიიღო Ukrainian Catholic University-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, სახელწოდებით "Mission-Driven Internationalization: Building Responsible Global Engagement", რომელიც გაიმართა ვროცლავი-ში, პოლონეთი, ჰიბრიდულ ფორმატში.

კვირეულში მონაწილე საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებას იძულებით გადაადგილებული პირების საერთაშორისოიზაციის პროცესში ჩართვის მიმართულებით, პრეზენტაციის ფარგლებში — "International Pathways for Internally Displaced Students: Lessons from Zugdidi State University".

პრეზენტაციის დროს, რომელიც წარმოადგინა "RE-DIRECTION" პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტ "RE-DIRECTION"-ის მნიშვნელობაზე იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization
2026-05-04 18:47