News GEO

შეხვედრა სტეიკჰოლდერებთან, რომელიც ჩატარდა ქართველი პარტნიორების ორგანიზებით

2025 წლის 18 სექტემბერს, Re-Direction პროექტის ქართველი პარტნიორების მიერ გაიმართა შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ეხებოდა სასწავლო პროგრამების განახლებას. შეხვედრას ესწრებოდა 36 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის პოლიტიკის შემმუშავებლები, აკადემიური პერსონალი, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ განხილვაში.

შეხვედრა გახსნა ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა გრიგოლ კალანდაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და ხაზგასმით აღნიშნა პროექტის მთავარი ასპექტები. შემდეგ სიტყვა გადაეცათ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებმაც წარადგინეს ჯგუფების ძირითადი პროგრესი:

  • დოქტორი მაქსიმ იავიჩი (კავკასიის უნივერსიტეტი) ისაუბრა ICT ჯგუფის ძირითადი შედეგების შესახებ
  • ასისტენტ პროფესორი, დოქტორი გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ჯგუფის სამუშაო პროცესზე
  • ქალბატონი ნათია წიფურია (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმოადგინა სოციალური მეცნიერებების ჯგუფის მიერ მიღწეული მთავარი შედეგები

შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიით სასწავლო პროგრამების განახლებების შესაძლო მიმართულებების შესახებ. დაინტერესებულმა მხარეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები პროექტის მიმდინარე პროგრესზე და გამოთქვეს წინადადებები სასწავლო პროგრამების განახლების შესახებ. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს გამოკითხვის კითხვარი, რომლის შედეგებითაც 95%-მა შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization