News GEO

"Re-Direction"--ის პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა

"Re-Direction"-ის პროექტის საზედამხედველო კომიტეტის ონლაინ შეხვედრა გაიმართა 2026 წლის 21 იანვარს, 09:00–10:00 საათამდე (CET), პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტის საბოლოო წლის საქმიანობების კოორდინაცია და გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან 2026 წელი "Re-Direction" პროექტის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. პარტნიორებს კიდევ ერთხელ გაესვა ყურადღება პროექტის გრაფიკის მკაცრად დაცვისა და ყველა დარჩენილი საქმიანობისა და შედეგის დროულად შესრულების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ძირითადი განხორციელების საკითხები, მათ შორის შემდეგი ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრა (TPM), რომელიც გაიმართება ათენში 2026 წლის 28–29 მაისს "MC/UPAT"-ის მასპინძლობით, ხოლო პროექტის საბოლოო TPM ჩატარდება უკრაინაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პაკეტი 4-ის (პერსონალის ტრენინგი და პილოტირება) დასრულებას, რომლის დელივერებლების ვადა მაისის ბოლოს იწურება, ასევე სამუშაო პაკეტი 5-ის ფარგლებში პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც უნდა დაეფუძნოს ყველა წინა სამუშაო პაკეტის შედეგებს. საზედამხედველო კომიტეტმა ასევე აღნიშნა 2025 წლის დეკემბერში დამტკიცებული მნიშვნელოვანი დელივერებლები, მათ შორის სასწავლო პროგრამების ოფიციალური აკრედიტაცია და „ტრენინგი კეთილი ნების ელჩებისთვის“ ანგარიშის დამტკიცება.

შეხვედრაზე განსაკუთრებულ პრიორიტეტად განისაზღვრა პროექტის მდგრადობა, რაც სრულად შეესაბამება "Re-Direction"-ის მდგრადობის სტრატეგიას. პარტნიორები წახალისებულნი იყვნენ გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ხელი მოაწერონ ორმხრივ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, განახორციელონ KA1 სტუდენტური მობილობები ევროკავშირის და არაევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ასევე იმუშაონ მომავალ ევროკავშირის საგრანტო კონკურსებზე ერთობლივი პროექტების მომზადებაზე. პარალელურად, ხაზი გაესვა ინკლუზიური სტრატეგიებისა და ღონისძიებების დოკუმენტირებისა და ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის მნიშვნელობას, რათა პროექტის ციფრული, ინკლუზიური და „მწვანე“ მიდგომები შენარჩუნდეს პროექტის დასრულების შემდეგაც.

დასასრულს, საზედამხედველო კომიტეტმა განიხილა გავრცელებისა და შეფასების საკითხები. ყურადღება გამახვილდა პერსონალის ტრენინგისა და სასწავლო კურსების პილოტირების მიმდინარეობაზე, მათ შორის პლატფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეებსა და სტუდენტების ჩართულობის საკითხებზე, ასევე აუცილებლობაზე, რომ დოკუმენტირებული იყოს აუდიტორიული (face-to-face) სწავლება და შეფასების შედეგები. პარტნიორები წახალისებულნი იყვნენ აქტიურად გაავრცელონ პროექტის შედეგები, მათ შორის წლიური საინფორმაციო ბიულეტენი და კურსების განხორციელების შედეგები, ინსტიტუციური არხებისა და სოციალური მედიის საშუალებით, დამტკიცებული გავრცელების გეგმის შესაბამისად, "Re-Direction" პროექტის ხილვადობისა და გავლენის მაქსიმალურად გასაზრდელად.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization