News GEO

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუ-სა და ვინიცის მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია

2026 წლის 17 ივნისს, ქალაქ ვინიცაში (უკრაინა) ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი, გარემომცველი ტექნოლოგიები და ვირტუალური გარემო: ინტერდისციპლინური პრაქტიკა, პერსპექტივები და გამოწვევები კაცობრიობისა და საზოგადოებისთვის“. მასშტაბური ღონისძიება ვინიცას სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს თანაორგანიზებით განხორციელდა.
კონფერენციის საზეიმო გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჯიუ-ს რექტორი, პროფესორი ელი ელისაშვილი, რომელიც ამავდროულად ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე იყო. თავის გამოსვლაში რექტორმა ხაზი გაუსვა ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო და წარმატებულ პარტნიორობას. მან აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ეფექტურად ვითარდება “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების განვითარებას ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებებით და საერთო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრუქტურის დანერგვას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.

ქალბატონმა ელიმ ვრცლად ისაუბრა თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს ტენდენციებზე, სადაც გამოყო რამდენიმე ძირითადი ასპექტი:

– საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური განვითარება: AI-ისა და გარემომცველი ტექნოლოგიების როლი სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციაში და სტუდენტების ციფრული კომპეტენციების ამაღლების საჭიროება მომავლის ეკონომიკაში მათი სრულფასოვანი ინტეგრირების მიზნით;

– აკადემიური კეთილსინდისიერება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები: გენერაციული AI სისტემების ფართო მოხმარების საფუძველზე აუცილებელია ახალი ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავების აუცილებლობის საკითხი;

– ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა: ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბარიერების მოხსნას თვალსაზრისით და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვანი დატვირთვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერისთვის;

კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხებში ასევე მონაწილეობდნენ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, გრიგოლ კალანდაძე და
აფილირებული პროფესორი ზოია ადამია. ორივე მათგანი “Re-Direction”-ის პროექტის მენეჯერია ჯიუ-ში.

კონფერენციაზე სხვადასხვა ეროვნების პროფესორებმა და წამყვანმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ციფრული ეპოქის გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization
2026-06-27 18:41