2024 წლის 28 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით ,,ინკლუზიური განათლების პარადიგმები”. აღნიშნული კონფერენციის არსი სრულად შეესაბამება “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION”-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს - ინკლუზიურობას. სწორედ ამიტომ, კონფერენციის გახსნით ნაწილში კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნული პროექტის ერთ-ერთმა მენეჯერმა, საქართველოს საერთაშორისო უნივერსტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ გააცნო პროექტ “RE-DIRECTION”-ის ზოგადი არსი და ინკლუზიურობის მიმართულებით მიმდინარე მუშაობის პროცესი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელიც დასაქმებულია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ან მუშაობს სამეცნიერო კვლევით საკითხებზე ამ სფეროში და სურვილი აქვს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ფართო საზოგადოებას.
ინკლუზიური განათლება უმრავლესობისთვის ასოცირდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრულფასოვან ჩართულობასთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რეალურად კი ინკლუზია უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს არა მხოლოდ გარკვეული დიაგნოზის თუ განვითარების მქონე პირების ჩართვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, არამედ ეს შესაძლებელია ეხებოდეს კულტურულ განსხვავებულობას და სხვადასხვა ეთნიუკური თუ რელიგიური წარმოშობის, შეხედულებების და ფასეულობების მქონე თანატოლების გათვალისწინებას ყოველდღიურ აქტივობებში.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების დანერგვა და გათვალისწინება ადრეულ ბავშვობაში, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და სხვ. იყო მსჯელობა და აზრთა გაზიარება, საკუთარი შეხედულებებისა თუ პოზიციების დაფიქსირება. დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
კონფერენციის შესახებ ვრცლად: https://tinyurl.com/3aumnhu7
“RE-DIRECTION “-ის Პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/
#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization