კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ "Erasmus+"-ის პროექტს "Re-Direction", რომელშიც მონაწილეობას იღებს 16 პარტნიორი საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. გასულ კვირას, ყველა პარტნიორი შეიკრიბა კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტში, 35 მონაწილესთან ერთად, რათა გაეცნოთ ჩვენს უნივერსიტეტს და ქალაქ კარლსრუეს, განეხილათ პროექტზე მუშაობა და გაემყარებინათ პირადი ურთიერთობები.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასპინძლობა ამ შთამბეჭდავი პარტნიორობისთვის. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ უკრაინიდან ჩამოსულ პარტნიორებს, რომლებმაც საზღვრის გადმოკვეთამდე რამდენიმე დღიანი მოგზაურობა განახორციელეს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობა ცხადყოფს ამ პროექტის მნიშვნელობას ევროპული თანამშრომლობისთვის და არაევროპული პარტნიორების ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის დამატებით ღირებულებას.
ორ-დღიანი შეხვედრა ოფიციალური მისალმებით გაიხსნა ქალაქის ერთ-ერთი მერის, ბეტინა ლისბახის მხრიდან, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი პირდაპირ უწყობს ხელს კარლსრუეს საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი ამ ქალაქის დაძმობილების ურთიერთობას ვინიცასთან. ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი სწორედ ამ პარტნიორული კონსოციუმის ნაწილია.
შეხვედრა მნიშვნელოვანი მომენტი იყო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების შეფასებისთვის. პარტნიორებმა განიხილეს desk research-ის მიგნებები საქართველოში და უკრაინაში არსებული უნარების დეფიციტის შესახებ და გადახედეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც მათი ინსტიტუციები ეჭიდებიან პროექტის სამ ჰორიზონტალურ მიმართულებაში: დიგიტალური ტრანსფორმაცია, მდგრადობა და ინკლუზიურობა.
ინკლუზიურობის ექსპერტი ლილა საქს დოს სანტოს გომესი მოწვეული იყო ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების თემაზე სამუშაო სემინარის გასამართად. პარტნიორებმა განსაკუთრებით იმსჯელეს იმ იდენტობის ასპექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია გენდერთან, ფიზიკურ და მენტალურ უნარებთან და გააანალიზეს ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს უმაღლეს განათლებაში წვდომასა და გამოცდილებაზე.
მოგვიანებით, პარტნიორები მოწვეულნი იყვნენ "Meet and Greet" ღონისძიებაზე კარლშოშულეს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. ღონისძიებას 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის კარლსრუეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რამაც ხელი შეუწყო ახალი პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ეს იყო შესაძლებლობა, გამართულიყო დისკუსია უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და იურიდიული მდგომარეობის შესახებ.
ინტენსიური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, პარტნიორებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელეს იმ ამოცანის მიმართულებით, რაც შეეხება შერჩეული კურსების განახლებას პროექტის ჰორიზონტალური თემების – ინკლუზიურობის, დიგიტალური ტრანსფორმაციისა და მდგრადობის – გათვალისწინებით. მაგალითად, ყველა პარტნიორმა აირჩია ზოგადი კურსიდან "ინკლუზიური კომუნიკაცია" ორი სესია, რომლებიც დაინერგება უკრაინისა და საქართველოს სასწავლო პროგრამაში მომდევნო ზამთრის სემესტრიდან.
ასევე შეთანხმდნენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა "Re-Direction"-ის "MOOC"-ის პლატფორმა, კონსულტაციური კომიტეტი და პარტნიორების მიერ დაგეგმილი პოპულარიზაციის ღონისძიებები.
პარტნიორული ვახშამი ტრადიციულ გერმანულ რესტორანში და ქალაქის ექსკურსია დაეხმარა სტუმრებს გაეცნონ გერმანულ კულტურას.
ევროკავშირის თანადაფინანსებით ასეთი საინტერესო შეხვედრის განხორციელება შესაძლებელი გახდა – რაც კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის დიდი შესაძლებლობაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
კარლშოშულეს როლი ამ პროექტში არის ფართო პარტნიორობის კოორდინაცია, რაც პირდაპირ შეესაბამება ჩვენს მისწრაფებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ჩართულობისა და ურთიერთგავლენისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დავუჭიროთ მხარი ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ომისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის ქვეშ.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization