News GEO

საკონსულტაციო კომიტეტის წევრების უკუკავშირის შეგროვება "Re-Direction" პროექტის ფარგლებში

სიხარულით გაცნობებთ, რომ "Re-Direction" პროექტის პარტნიორებმა დაიწყეს უკუკავშირის შეგროვება საკონსულტაციო კომიტეტის წევრებისგან, შესაბამისი კითხვარის მეშვეობით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 სამუშაო პაკეტი ამოცანა 3.2-ში. კომიტეტის წევრები აკეთებენ იმ სასწავლო მასალების ვალიდაციას, რომლებიც მომზადდა პროექტის კონსორციუმის სოციალური მეცნიერებების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამედიცინო ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში.

ამ ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ძირითად პარტნიორებად მოიაზრებიან უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა ამისა, დამატებითი უკუკავშირის მიღება იგეგმება კონსორციუმის გერმანიისა და საბერძნეთის პარტნიორებისგან, ასევე საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისგან. თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულების საკონსულტაციო კომიტეტი შედგება 15 სტეიკჰოლდერისაგან (5 აკადემიური პერსონალი, 5 პოლიტიკის შემქმნელი და 5 სხვა დაინტერესებული პირი). შესაბამისად, უკუკავშირი მოიცავს ჯამში 150 სტეიკჰოლდერს — 50 აკადემიურ პერსონალს, 50 პოლიტიკის შემქმნელსა და 50 სხვა ტიპის სტეიკჰოლდერს.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization
2025-06-11 11:47