შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი შიდა საგრანტო პროექტი
“Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “Re-Direction”-ის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს შიდა საგრანტო პროექტზე სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები“. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შიდა საგრანტო პროექტი სრულად არის შესაბამისი “Re-Direction”-ის პრიორიტეტებთან.
შიდა საგრანტო კონკურსის მიზანია:
· კვლევის, ინოვაციებისა და კრეატიულობის წახალისება და მხარდაჭერა;
· თანამედროვე მაღალი სტანდარტების დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება და შედეგების გავრცელება;
· უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა მოტივირებისა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
· საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა.
მიზნობრივი პროექტების განხორციელების ვადები განისაზღვრება პროექტის შინაარსიდან გამომდინარე. საპროექტო განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამისი მიმართულების საკონკურსო კომისიას;
პროექტის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
პროექტი შეგიძლიათ წარმოადგინოთ უნივერისტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, სამღერეთის ქ. 5 და/ან გამოაგზავნოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრში ელ. ფოსტაზე: research@giu.edu.ge
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.