News GEO

კავკასიის უნივერსიტეტის კურსი „ციფრული უსაფრთხოება და ცნობიერება“

პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პროექტის RE-DIRECTION ფარგლებში წარმატებით შექმნა ახალი აკადემიური კურსი სახელწოდებით „ციფრული უსაფრთხოება და ცნობიერება“ (Digital Safety and Security Awareness). კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების უზრუნველყოფას მნიშვნელოვან ციფრულ უნარებით პირადი უსაფრთხოების, კიბერსაფრთხეების პრევენციისა და ეთიკური ონლაინ ქცევის მიმართულებით.

კურსი შეესაბამება უახლეს ევროპულ სტანდარტებს, ეფუძნება DigComp 2.2 ციფრული კომპეტენციების ჩარჩოსა და GDPR რეგულაციებს და პირდაპირ პასუხობს ციფრული წიგნიერების მზარდ მოთხოვნას როგორც აკადემიურ სფეროში, ისე შრომის ბაზარზე.

კურსი მოიცავს:

  • ექვს თანმიმდევრულ სექციას, რომლებიც მოიცავს კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს, ონლაინ კონფიდენციალურობას, კიბერსაფრთხეების ამოცნობას, ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს და უსაფრთხოების პრაქტიკის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.
  • ორიგინალურ სასწავლო მასალას: სპეციალურად შექმნილ ქუიზებს, ქეის-სტადიებს, გუნდურ დავალებებსა და სტუდენტურ პრეზენტაციებს, რომლებიც ხელს უწყობს პრაქტიკული სწავლების გაღრმავებას და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
  • აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, გუნდურ მუშაობაზე და პასუხისმგებლიან ციფრულ ქცევაზე.

კურსის ძირითადი თემებია:

  • პაროლების დაცვა, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, მოწყობილობებისა და ქსელების უსაფრთხოება
  • კონფიდენციალურობის პარამეტრები, მონაცემთა შეგროვების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პერსონალური ინფორმაციის კონტროლი
  • ფიშინგის, ransomware-ისა და სოციალური ინჟინერიის ამოცნობა და რეაგირება
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაცნობიერება
  • ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში – მათ შორის, უსაფრთხო ინტერნეტით სარგებლობა და ციფრული კეთილდღეობა

ეს კურსი წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს RE-DIRECTION პროექტის მისიის განხორციელებაში – რაც გულისხმობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განათლების მოდერნიზაციას. იგი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, ციფრულ გარემოში უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იმოძრაონ, ხოლო ამავდროულად ზრდის მათ ცნობიერებას ციფრულ ეპოქაში არსებული ეთიკური პასუხისმგებლობების შესახებ.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization