News GEO

საკონსულტაციო სქემის ანგარიშის წარმატებული დასრულება

Re-Direction პროექტის პარტნიორებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო მასალების ვალიდაციის პროცესი, რაც განხორციელდა 3.2.3 ამოცანის შესაბამისობით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს კოორდინაციით. ვალიდაცია ჩატარდა ნახევრად-სტრუქტურირებული ონლაინ კითხვარის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც რაოდენობრივი შეფასებების, ისე ხარისხობრივი კომენტარების შეგროვებას.

ანგარიში მოიცავს სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენელ დაინტერესებულ მხარეებს, რომელთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის შემმუშავებლების, პედაგოგების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური ექსპერტების ჩართულობას. მთლიანობაში, შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 156-მა დაინტერესებულმა მხარემ. მათგან 50-მა თავი პოლიტიკის შემმუშავებლად დაასახელა, 54-მა - აკადემიური პერსონალის წარმომადგენლად, ხოლო 52-მ სხვადასხვა კატეგორიის დაინტერესებულ მხარედ, მათ შორის პრაქტიკოსი სპეციალისტი, დამსაქმებელი, კონსულტანტი და სხვ. გამოყენებული მეთოდოლოგია ასევე წარმოადგენდა ჩართულობის ჩარჩოს, რომელიც ასახავდა ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მონაწილეობით ღირებულებებს.

კითხვარი, რომელიც შემუშავდა BK-Consult GmbH-ის მიერ, მოიცავდა ექვს თემატურ ნაწილს: 1. შესაბამისობა და თანხვედრა; 2. შინაარსის ხარისხი; 3. ეფექტურობა; 4. გამოყენებადობა; 5. ტექნიკური ხარისხი და ფორმატი; 6. კომენტარები.

თითოეული ნაწილი შეიცავდა ლიკერტის სკალით შედგენილ კითხვებს, რომლებიც ფასდებოდა "შესანიშნავიდან" "სუსტი"-მდე, რაც უზრუნველყოფდა პასუხების შედარებადობას. კითხვარი ასევე მოიცავდა ღია ტიპის კომენტარებს, რაც ემსახურებოდა რიცხვობრივი მონაცემების გამდიდრებას გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებებით. ზოგიერთმა პარტნიორმა (მაგალითად, კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტმა) ჩაატარა სიღრმისეული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეეგროვებინათ გამოხმაურება სასწავლო მასალების გამოყენებადობის შესახებ.

საინტერესოა, რომ მონაწილეთა 59% იყო ქალი, 40.4% - კაცი. მხოლოდ ერთმა მონაწილემ მიუთითა გენდერულ კატეგორიად "არაბინარული", ხოლო არცერთმა არ აირჩია ვარიანტი "არ მსურს პასუხის გაცემა".

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization